საქართველოს 16-წლამდელთა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს 16-წლამდელთა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა შეკრება დაასრულა და ხვალიდან უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს, რომელსაც თბილისი 2-6 მაისს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების გარდა, საერთაშორისო ტურნირში ყაზახეთი, რუმინეთი და ბელარუსი ითამაშებენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ტურნირზე ითამაშებენ:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე, ნიკოლოზ შურღაია (ორივე – დინამო თბ);

მცველები: ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მირზიკაშვილი (ყველა – დინამო თბ), საბა მამაცაშვილი, ზაზა გუგეშაშვილი (ორივე – საბურთალო), დავით ტოფაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე, ნიკოლოზ ილურიძე, ანდრია დევდარიანი, ტატო ჟივიძე (ორივე – საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე, დავით ზურაბიანი, ირაკლი აზაროვი, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია).

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).

საინტერესოა, რომ ნაკრებში ამ ასაკისთვის უჩვეულოდ ბევრი ლეგიონერია – ბელგიიდან, გერმანიიდან, ”მილანის” ასაკობრივი გუნდებიდანაც კი.

ხვალინდელი თამაშების განრიგია ასეთია:

2 მაისი, დავით პეტრიაშვილი არენა, 14:00
რუმინეთი – ბელარუსი

2 მაისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი, 17:00
საქართველო – ყაზახეთი