უეფა-ს ტურნირის გამარჯვებული 16-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევს საქართველოში დაიწყებს #1TVSPORT
უეფა-ს ტურნირის გამარჯვებული 16-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევს საქართველოში დაიწყებს #1TVSPORT

უეფა-ს განვითარების თასის გამარჯვებული 16-წლამდე ნაკრები ივნისიდან 17-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს ჩაატარებს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ამ მატჩების განრიგი ცნობილია. გია ხიზანიშვილის გუნდი საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ინგლისის, ისრაელისა და ლიეტუვის ნაკრებები იქნებიან.

17-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი პლუსი იქნება.

ევრო 2023. საკვალიფიკაციო რაუნდი. U17

25 ოქტომბერი

საქართველო – ისრაელი

28 ოქტომბერი

ინგლისი – საქართველო

31 ოქტომბერი

ლიეტუვა – საქართველო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რუსთავში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე, 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გია ხიზანიშვილის გუნდმა სამთა ტურნირის პირველ მატჩში ზამბიის ნაკრები პენალტებით დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი აზერბაიჯანს 1:0 სძლია.