მზადება ლიეტუვისთვის - 16-წლამდელები განვითარების თასზე ითამაშებენ
მზადება ლიეტუვისთვის - 16-წლამდელები განვითარების თასზე ითამაშებენ

18-22 აგვისტოს ლიეტუვა ოთხთა ტურნირს, უეფას განვითარების თასს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრებიც ითამაშებს, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზურაბ ხიზანიშვილია. გუნდს ლიეტუვაში მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი:

18.08 საქართველო – მოლდოვა. 11:00

20.08 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო. 14:00

22.08 ლიეტუვა – საქართველო. 10:00

მთავარი მწვრთნელი გუნდს 16 აგვისტოს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებს, საქართველოს16-წლამდე ნაკრები კი ლიეტუვაში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:

მეკარეები: ლუკა ჯოჯუა, პაპუნა ბერუაშვილი (ორივე – დინამო თბ)

მცველები: მუხრან ბაგრატიონი, ნიკა გოგებაშვილი, სანდრო გაფრინდაშვილი (სამივე – დინამო თბ), გიორგი პირტახია, ნიკა გრიგალაშვილი (ორივე – სფფ აკადემია)

ნახევარმცველები: ლუკა წულუკიძე, ლუკა ჯანაშია, ჭაბუკი ლაბაძე, თემურ ნოზაძე, ბექა ხიმშიაშვილი, ლუკა ოჩიგავა (ყველა – სფფ აკადემია), საბა გეგიაძე, ლუკა ლაცაბიძე, დავით შიოლაშვილი, ომარ თოდუა (ყველა – დინამო თბ), ლუკა მამულაშვილი (საბურთალო)

თავდასხმელები: გიორგი გოჩიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი ხაბულიანი (საბურთალო)