კოპალიანმა ორი პენალტი მოიგერია - საქართველოს 16-წლამდელებმა ზამბია დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

რუსთავში უეფა-ს განვითარების თასის გათამაშება საქართველოს 16-წლამდე ასაკობრივმა ნაკრებმა მოგებით დაიწყო. პირველი მატჩი გუნდმა ზამბიის თანატოლთა ნაკრებთან ჩაატარა და ფრედ – 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – საქართველოს ნაკრების კარი 45-ე წუთზე სამსონ მალაიას გადაცემით ემანუელ მუტალემ აიღო. 73-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ვახტანგ სალიამ და ლექსო ფეიქრიშვილმა, მეტოქის საჯარიმოში ბურთი ეფექტურად გაითამაშეს, რომელიც „დინამოს აკადემიის“ შემტევმა, ფეიქრიშვილმა გოლით დააგვირგვინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

საჯარიმო დარტყმების სერია ტურნირის დებულებიდან გამომდინარე დაინიშნა, რომელიც საქართველოს 16-წლამდელებმა მეტოქეზე უკეთ შეასრულეს – 4:3. აღსანიშნავია, საქართველოს ასაკობრივი გუნდის მეკარის, სოსო კოპალიანის თამაში, რომელმაც ზამბიელების დარტყმული 2 პენალტი მოიგერია.

პენალტების მოგების ხარჯზე, გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა 2 ქულა მოიპოვა. 16-წლამდელები შემდეგ მატჩს 16 მაისს 17:00 საათზე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ხოლო აზერბაიჯანისა და ზამბიის დაპირისპირება 13 მაისს შედგება.

დატოვე კომენტარი