საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო
საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო

საქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ ჩამოვიდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში უკვე არის „რემდესივირი“. თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად, პრეპარატი გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებისთვისაც პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა ტიკარაძემ.