იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველო ლიეტუვისგან „ასტრაზენეკას“ დოზებს მიიღებს.
ამის შესახებ ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რომელ ვაქცინას გვჩუქნის ლიეტუვა“, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ეს ვაქცინაა „ასტრაზენეკა“.
„ეს ვაქცინა იქნება ასტრაზენეკა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინის 15 000 დოზა გამოყო.