ამირან გამყრელიძე - არ დადგება რისკები, რომ მოქალაქეებს „ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია პირველი აცრიდან თორმეტი კვირის ზემოთ გადაუვადდეთ, ამის გარანტიებს ვაძლევთ
ამირან გამყრელიძე - არ დადგება რისკები, რომ მოქალაქეებს „ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია პირველი აცრიდან თორმეტი კვირის ზემოთ გადაუვადდეთ, ამის გარანტიებს ვაძლევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვინც ჩაწერილია და მეორე აცრას ელოდებოდნენ, არ დადგება რისკები და მათ ვაქცინაციის პერიოდი თორმეტი კვირის ზემოთ არ გადაუვადდებათ.

მისივე თქმით, მოქალაქეებს გარანტიებს აძლევენ, რომ მეორე დოზაზე 12 კირის ვადაში აიცრებიან.

„ვფიქრობ, არ დადგება რისკები, რომ პირს „ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია თორმეტი კვირის ზემოთ გადაუვადდეს. უახლოეს ხანში, რამდენიმე დღეში შესაძლებელია, რომ მოგვაწოდონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ამაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდი ინტენსიურად მუშაობს. ასევე მიმდინარეობს ბილატერალური მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობ, არ დადგება პრობლემა, რომ პირს 12 კვირის ზემოთ გადაუვადდეს აცრა. ამ ადამიანებს ნამდვილად ვაძლევთ გარანტიებს, რომ 12 კვირის ვადაში აიცრებიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.