საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე დაზარალებული სერგო ქურთიაშვილი აძლევს ჩვენებას. დაზარალებულის განცხადებით, დადასტურებულად შეუძლია, თქვას, რომ მას თავს ძმები კაკულიები არ დასხმიან.
„იმ დღეს შავებში ჩაცმულმა პიროვნებამ დაიწყო სროლა, მეორე ჩემკენ იშვერდა ხელს. შავებში ჩაცმული პიროვნება ფეხებში მესროდა. მანქანის მიმართულებით წავედი, იმის მერე არაფერი მინახავს. რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭიშვილს, ის მანქანაში იჯდა და არ გადმოსულა. ბრალდებულებს ბავშვებიდან ვიცნობ და ისინი რომ ყოფილიყვნენ, იქვე აღვიქვამდი. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არ არიან“, – აღნიშნა ქურთიაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაზარალებული სერგი ქურთიაშვილის გარდა, უნდა დაიკითხოს კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელიც, ქურთიაშვილის განმარტებით, შემთხვევის დღეს მანქანაში იჯდა.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.