თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება.
მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 11:00 საათზე დაიწყება.