საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო
თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო.
„მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.