საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 23 იანვარს, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოში გამოსული ბექა წ. უცენზურო სიტყვების გამოყენებით არღვევდა წესრიგს. მანვე, სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელს ესროლა აგური, რა დროსაც ჩაიმსხვრა მინა. სასამართლოს შენობის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მტკიცებულებების, მათ შორის, დაკავებულის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბექა წ.-ს მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ადმინისტრაციული სახდელის კონკრეტული სახის განსაზღვრისას ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფდა ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მიზნებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.