საპროტესტო აქცია ჰელსინკიში [ფოტოამბავი]
საპროტესტო აქცია ჰელსინკიში [ფოტოამბავი]

ჰელსინკიში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე საპროტესტო აქცია Helsinki Calling გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტებს ფინეთში ჩასვლამდე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეახსენეს.

აქტივისტებს სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ჩეჩნეთიდან იყო, პუტინის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განხორციელებულ აგრესიას აპროტესტებდა.

აქციას უფლებადამცველები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, დემონსტრაციები ფინეთის დედაქალაქში კიდევ გაიმართება.

 

 

 

 

ფოტო: თორნიკე მაისაშვილი