ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დედაქალაქ ჰელსინკში 20 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა

14:38, 20.11.2020

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დედაქალაქ ჰელსინკში 20 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა იმატებს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი ინფექციების 55 პროცენტი ოჯახის წევრებთანაა დაკავშირებული, რომლებიც დანარჩენი ოჯახის წევრებისთვის ვირუსის გადამცემები არიან.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ფინეთში „კოვიდ-19“-ის 20 286 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 374 ადამიანი.

მსგავსი