ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰელსინკის შესასვლელი ჩაიკეტება

01:34, 28.03.2020

ფინეთის დედაქალაქთან, ჰელსინკისთან პოლიცია ბარიკადებს აშენებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქი ჩაიკეტება, რადგან ვირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა სწორედ ჰელსინკიში ფიქსირდება.

ფინეთში „კოვიდ 19“-ის 1025 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია შვიდი ადამიანი.

მსგავსი