ფინეთის დედაქალაქთან, ჰელსინკისთან პოლიცია ბარიკადებს აშენებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქი ჩაიკეტება, რადგან ვირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა სწორედ ჰელსინკიში ფიქსირდება.
ფინეთში „კოვიდ 19“-ის 1025 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია შვიდი ადამიანი.