საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გრეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გრეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გრეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს. კომიტეტმა გრეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის მომზადებული დასკვნა პარლამენტის სესიაზე განიხილება.

„მოგეხსენებათ, რომ თამალ ტალიაშვილის ნაცვლად, გამოკლებულ წევრზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდა მისი ადგილმონაცვლე. ეს გახლავთ ქალბატონი გენრიეტა წიწავა. თან დართულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, შესაბამისი დოკუმენტაციები, რაც გვაძლევს საშუალებას, უფლებას, რომ კომიტეტზე განვიხილოთ და ვცნოთ ქალბატონი გენრიეტა წიწავა, როგორც ადგილმონაცვლე“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა, რის გამოც მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.