ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტისთვის სიოფრა ო’ლირისთვის მიმართვისას თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა უახლესი გადაწყვეტილების მნიშვნელობას ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ბოლო წლებში საქართველომ მოიპოვა ისტორიული გამარჯვება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევის აღიარებისა და რუსეთისთვის საქართველოს სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების კუთხით. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ვალდებულებაზე, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთა კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, განაგრძობს შესაბამისი გადაწყვეტილებების და რეზოლუციების მიღებას. ამავე კონტექსტში აღინიშნა, რომ, საქართველოს ინიციატივით და მხარდაჭერით, შემუშავებულ იქნა რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტრატეგიები და საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს (CAHDI) ეთხოვა შესაძლო სამართლებრივი გზების მოძიება რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად.