თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა
თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ეფუძნება.

თამარ ტალიაშვილმა თავის მოხსენებაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და წევრ ქვეყნებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.

თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო საერთაშორისო გამარჯვებას წარმოადგენს.