საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო ფონდში ამ დროისთვის 563 489 312 ლარია მობილიზებული, დარიცხული სარგებელი კი, 17 287 125 ლარს შეადგენს.
ამასთან, საპენსიო სააგენტოში 959 648 მოქალაქე და 61 165 ორგანიზაცია არის რეგისტირებული.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. ფონდში აკუმულირებული თანხები საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული და უახლოეს მომავალში მათი ინვესტირება უნდა დაიწყოს.