საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ ოთხ მილიარდ ლარს გადააჭარბა
საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ ოთხ მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 708 მილიონ ლარს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 457 ათასი ადამიანია.

ამასთან, როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს.