საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება
საპენსიო დანაზოგების ნაწილი ვადიან დეპოზიტებზე და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განთავსდება, რომელზეც წლიური განაკვეთი 12 პროცენტამდე იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან სურგულაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ყველა პორტფელში მოიაზრება, რომ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ფულადი ინსტრუმენტების სახით და ეს არის ზუსტად კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული ინსტრუმენტები. მიმდინარე რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, სარგებელი იქნება 11-11.5-12 პროცენტის ფარგლებში”, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს ანგარიშის წარადგინა.