საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღი, სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღი, სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციები ხვალ გაიმართება.
„ჩვენ ხვალ გარკვეული კონსულტაციები გვექნება და ალბათ, ხვალ გვეცოდინება თუ როდის შედგება უმრავლესობის ფორმატში მორიგი შეხვედრა.
ჩვენ უმრავლესობის ფორმატში მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებებს ერთობლივად მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 19 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.