საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს ორი მცხოვრები დააკავეს.

დაკავებულები დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზარდიშვილი მწყემსები არიან და სავარაუდოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა ოჯახის წევრებთან დარეკვა მოასწრო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.