საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან

კასპის მუნიცალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, მისიის წარმომადგენლებმა გახელაძის ოჯახის წევრებისგან მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მოისმინეს.

ამასთან, ოჯახს დაუკავშირდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან გუშინ დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი და ახალგორის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.