საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში ჯგუფმა „სახე“ კონცერტი გამართა
ჯგუფმა „სახე“ საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში კონცერტი გაიმართა. კონცერტი ერთი საათის განმავლობაში, სოფლის ცენტრში ღია ცის ქვეშ ჩატარდა.
მუსიკოსმა დავით ფორჩხიძემ მოუწოდა სხვა ჯგუფებსაც, რომ კონცერტი საოკუპაციო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის მათაც გამართონ.
კონცერტი შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.