საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა
ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა.
სუს-ის ინფორმაციით, აფაჯად მაგარამოვამ ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა. ის ოჯახს საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება.
აფაჯად მაგარამოვა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.