სანდრო ბრეგაძე - ოკუპაციის გაპროტესტების საფარქვეშ გეიაღლუმის ჩატარების უფლებას არავის მივცემთ
9 აპრილს ამ ადგილას სისხლი გვაქვს დაღვრილი და ოკუპაციის გაპროტესტების საფარქვეშ გეიაღლუმის ჩატარების უფლებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ პარლამენტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგები აქციას მართავენ.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გეიმარშს არ ჩავატარებინებთ. ყოველგვარი ძალდობის გარეშე გამოვედით, ლოცვით. ჩვენ არავისთვის შეგვიშლია ხელი. არც დღეს მივცემთ საშუალებას, რომ შეკრებაში ვინმემ ხელი შეგვიშალოს. მათ არც არენდით აქვს ტერიტორია აღებული და არც მემკვიდრეობიათ აქვთ გადმოცემული. როგორც მათ აქვთ უფლება აქციის გამართვის, ისე ჩვენ. ჩვენი მხრიდან მშვიდობიანი აქციაა და თუ ვინმე გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ რაიმე ტიპის ძალადობას, ამისთვის არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები და იმედია, იმოქმედებენ.
ჩვენ ამ ადგილას 9 აპრილს სისხლი გვაქვს დაღვრილი და ოკუპაციის გაპროტესტების საფარქვეშ გეიაღლუმის ჩატარების უფლებას არავის მივცემთ. ჩვენ ვაპროტესტებთ ოკუპაციას და ასევე ვაპროტესტებთ გეიაღლუმს“,- განაცხადა ბრეგაძემ.