„სანდეი ტელეგრაფი“ - „ისლამური სახელმწიფო“ აზიისა და აფრიკის კურორტებზე თავდასხმას გეგმავს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები შესაძლოა, აზიისა და აფრიკის კურორტებს დაესხნენ თავს,- ამის შესახებ ინფორმაციას „სანდეი ტელეგრაფი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ტერორისტებმა სხვადასხვა კურორტზე იერიში შესაძლოა, შრი-ლანკაზე მოწყობილი აფეთქებების მსგავსად მიიტანონ.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტად საფრთხე ინდოეთს, მალდივის კუნძულებს, კენიას და ტანზანიას ემუქრება. „სანდეი ტელეგრაფთან“ საუბრისას უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები, რომლებმაც სირია და ერაყი დატოვეს, მთელს მსოფლიოში გაიფანტენენ და ახლა სტრატეგიად კურორტებზე თავდასხმა აირჩიეს.
შეგახსენებთ, 21 აპრილს შრი-ლანკაზე თავდასხმების შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.ლ