თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მდებარე ელექტროენერგიის ერთ-ერთ ანძასთან პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული.
ანძაზე მამაკაცია ასული და თვითმკვლელობით – გადმოხტომით ან ელექტროენერგიის სადენებზე ხელის შეხებით იმუქრება.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, პოლიციის თანამშრომლები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.