სამაშველო ოპერაცია მარცხენა სანაპიროზე [ვიდეო]

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ელექტროენერგიის ერთ-ერთ ანძასთან მაშველებმა სპეციალური ბატუტი გაშალეს. ანძაზე მამაკაცია ასული და თვითმკვლელობით – გადმოხტომით ან ელექტროენერგიის სადენებზე ხელის შეხებით იმუქრება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და იმყოფებიან სამედიცინო ბრიგადები.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, პოლიციის თანამშრომლები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.