თბილისში, მარცხენა სანაპიროზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ელექტროენერგიის ერთ-ერთ ანძასთან მაშველებმა სპეციალური ბატუტი გაშალეს. ანძაზე მამაკაცია ასული და თვითმკვლელობით – გადმოხტომით ან ელექტროენერგიის სადენებზე ხელის შეხებით იმუქრება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და იმყოფებიან სამედიცინო ბრიგადები.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, პოლიციის თანამშრომლები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.