მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

09:21, 29.10.2019

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი.

ამასთან, დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი