თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი.
ამასთან, დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.