მარცხენა სანაპიროზე ელექტროანძაზე ასული მამაკაცი გადაარჩინეს [ვიდეო]

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

ელექტროენერგიის ერთ-ერთ ანძასთან მაშველებმა სპეციალური ბატუტი გაშალეს. ანძაზე  ასული მამაკაცი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ბატუტზე გადმოხტა.

მამაკაცი არ დაშავებულა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პოლიციის თანამშრომლები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.