სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ ბინათმენაშენეები შიმშილობენ
სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ ბინათმენაშენეები შიმშილობენ

სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ ბინათმენაშენეები შიმშილობენ.

მათი განცხადებით, კომპანიამ ისინი მოატყუა და ჭყონდიდელის, ნუცუბიძისა და მირცხულავას ქუჩაზე მათი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არ დასრულდა.

ადვოკატის თქმით, დაახლოებით 4000 ადამიანი დაზარალდა.

ბინათმენაშენეების ინფორმაციით, საუბარია თბილისში ხუთ და ბათუმში ერთ ობიექტზე.

მოშიმშილეები თბილისის მერს მოუწოდებენ, მათთან ადგილზე მივიდეს და მერიამ კომპანიასთან უშუამდგომლოს.

დაზარალებულ მოქალაქეებთან ცოტა ხნის წინ ვაკის გამგებელი იმყოფებოდა და 17:00 საათზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილთან შეხვედრა შესთავაზა.

დაზარალებულებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, მივლენ თუ არა მერიაში შეხვედრაზე.