სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნორმატიული აქტები ძალაში შევიდა
სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნორმატიული აქტები ძალაში შევიდა

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #470 „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #336 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, გაზრდილია ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები, განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

ორივე დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.