დედათა და ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას მიიღებს.

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი აღნიშნულის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა გამოსცა.

ბრძანების საფუძველი ა(ა)იპ – „საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის „კიდევაც დაიზრდებიან“ დირექტორის ვ. კაცაძის (დედა ბარბარე) განცხადება გახდა.

სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 15 თებერვალს გამოქვეყნდა. მასში მითითებულია, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.