სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ჩრდილოეთ კორეის გარშემო არასაფრენი ზონა არ დაწესდება
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ჩრდილოეთ კორეის გარშემო არასაფრენი ზონა არ დაწესდება

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩრდილოეთ კორეის გარშემო არასაფრენი ზონის დაწესებას არ გეგმავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფხენიანის სატესტო გაშვებების მიმართულების პროგნოზირება შეუძლებელია, რაც ჩრდილოეთ კორეის სიახლოვეს ფრენების აკრძალვას აზრს უკარგავს.

ავიახაზები უკვე ცდილობენ თავი აარიდონ ჩრდილოეთ კორეის სიახლოვეს რეისებს და ზოგიერთი მათგანი იაპონიის ზღვის ტერიტორიასაც ერიდება მას შემდეგ, რაც ფხენიანის ბოლო ბალისტიკური რაკეტა სწორედ ამ ზღვაში ჩამოვარდა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაშვებას, რაც კომერციული ფრენებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.