სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვა მათ კომპეტენციაში არ შედის
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვა მათ კომპეტენციაში არ შედის

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვა მათ კომპეტენციაში არ შედის.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

„საჰაერო სივრცის დახურა ან თვითმფრინავების დაჯდომის აკრძალვა არასდროს ყოფილა ორგანიზაციის კომპეტენციაში ჩიკაგოს კონვენციით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო განაცხადი, რომელშიც საფრანგეთი და მისი პარტნიორები ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვას და ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიასთვის“ ევროპის აეროპორტებში ფრენების აკრძალვას ითვალისწინებდა.