სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ფხენიანის მთავარი მოთხოვნა მის მიმართ მტრული პოლიტიკის დასრულებაა
ჩრდილოეთ კორეას ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება სურს და სამხრეთ კორეიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას არ ითხოვს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა.
მუნ ჯაე-ინის თქმით, ფხენიანის მთავარი მოთხოვნა მის მიმართ მტრული პოლიტიკის დასრულება და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების და ჩრდილო კორეის ეკონომიკაში საერთაშორისო დახმარების შესაძლებლობასაც ხედავს.
1950-53 წლების ომის შემდეგ, აშშ-ს სამხრეთ კორეაში 28 500 ჯარისკაცი ჰყავს ბაზირებული. ჩრდილო და სამხრეთ კორეა ტექნიკურად საომარ მდგომარეობაში არიან, რადგან კონფლიქტის შემდეგ, მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა.