სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ ოლიმპიურ სოფელში ხანძარი გაჩნდა
სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ ოლიმპიურ სოფელში ხანძარი გაჩნდა

სამხრეთ კორეის ქალაქ კანინიში, სადაც მედიაწარმომადგენლებისთვის ოლიმპიური სოფელია მოწყობილი, ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთი კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან გავრცელდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კანინის დასახლება პიონჩანგის მახლობლად მდებარეობს, სადაც 9-25 თებერვალს ზამთრის რიგით 23-ე ოლიმპიური თამაშები გაიმართება.