სამხრეთ კორეასა და ტაივანში „მაკდონალდსის“ პირად მონაცემებზე კიბერშეტევა განხორციელდა
სამხრეთ კორეასა და ტაივანში „მაკდონალდსის“ პირად მონაცემებზე კიბერშეტევა განხორციელდა

სამხრეთ კორეასა და ტაივანში „მაკდონალდსის“ ფილიალებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კორპორაცია „მაკდონალდსის“ განცხადებით, კიბერთავდამსხმელებმა „მაკდონალდსის“ მომხმარებლებისა და თანამშრომლების პირად მონაცემებზე მოიპოვეს წვდომა, კერძოდ ელ-ფოსტებზე, ტელეფონის ნომრებსა და მიწოდების მისამართებზე.

კორპორაციის განცხადებით, ის პირები, რომელთა პერსონალური ინფორმაციის გატეხა მოხდა, აუცილებლად იქნებიან ინფორმირებულნი.

ბოლო პერიოდში კიბერთავდასხმები მსხვილი კორპორაციებისა და სხვადასხვა დაწესებულების წინააღმდეგ გახშირებულია, რაც მათი მუშაობის შეფერხებას იწვევს. რამდენიმე დღის წინ კიბერთავდასხმა ხორცის გადამამუშავებელ კომპანია JBS-ზე და ნავთობკომპანია Colonial Pipeline-ზე განხორციელდა