სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი საქართველოს ეწვია
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი საქართველოს ეწვია

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვაგენერი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

„საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ, როგორ შეიძლება ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან, ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ვაგენერმა საქართველოში ჩამოსვლამდე.