სამხრეთ აფრიკაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი დაშავებულია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ცეცხლი იოჰანსბურგის ცენტრში მდებარე ხუთსართულიან შენობაში გაჩნდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია.
როგორც საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა „ბიბისის“ განუცხადა, მეხანძრეებმა კორპუსის რამდენიმე მცხოვრების გაყვანა შეძლეს. ადგილზე სხვა ადამიანების ძებნა გრძელდება.