სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ქარელში ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ქარელში ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს.
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლაშა ჩოჩიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს ერთი კვირაა, ოჯახი ეძებდა, რის გამოც, გუშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.