ქარელში, ძამას ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

16:16, 28.08.2022

ქარელის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი დაიწვა.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი