სამი სატიტულო ბრძოლა ერთ დღეს
სამი სატიტულო ბრძოლა ერთ დღეს

აბუ დაბიში მდებარე იასის კუნძული ის ადგილია, სადაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) 11 ივლისიდან საერთაშორისო ბრძოლებს გამართავს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საბრძოლო კუნძულზე ივლისში ოთხი ქარდი შედგება. პირველი ღონისძიება 11 ივლისს გაიმართება. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ერთ დღეს სამ სატიტულო ბრძოლას იხილავენ. UFC 251-ის ფარგლებში მთავარი დაპირისპირება ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში ჩემპიონ კამარუ უსმანსა და ბრაზილიელ გილბერტ ბერნსს შორის შედგება.

ქვემსუბუქი წონის (Featherweight) ახალი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი ტიტულის დაცვას პირველად შეეცდება. მისი მეტოქე კვლავ მაქს ჰოლოვეი იქნება.

მესამე სატიტულო ბრძოლა ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში ვაკანტური ქამრისთვის რუს პეტრ იანსა და ბრაზილიელ ჟოზე ალდოს შორის ჩატარდება.

ამავე ქარდზე კიდე ორი ძალიან საინტერესო ბრძოლა გაიმართება. როუზ ნამაიუნასი რევანშის აღებას ჯესიკა ანდრაჟთან შეეცდება. პეიჯ ვანზანტი კი ამანდა რიბასს დაუპირისპირდება.