კამარუ უსმანი - ნგანუ პლანეტის ყველაზე სახიფათო ადამიანია და ნებისმიერი მძიმეწონოსანი მოკრივის დამარცხება შეუძლია #1TVSPORT
კამარუ უსმანი - ნგანუ პლანეტის ყველაზე სახიფათო ადამიანია და ნებისმიერი მძიმეწონოსანი მოკრივის დამარცხება შეუძლია #1TVSPORT

ცნობილმა მებრძოლმა, კამარუ უსმანმა UFC-ის მძიმეწონოსანი ჩემპიონის, ფრენსის ნგანუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის პლანეტის ყველაზე ძლიერი და სახიფათო ადამიანია, რომელსაც ვერავინ მოერევა:

„დღეს ხშირად გავიგებთ სხვადასხვა სპორტსმენის შესახებ, რომ „ის პლანეტის ყველაზე სახიფათო და ყველაზე ძლიერი ადამიანია. თუმცა, დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ერთადერთი ადამიანია – ფრენსის ნგანუ, რადგან მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ვინმე იტყვის, რომ არიან  მძიმეწონოსანი ჩემპიონები სხვა სახეობაშიც, ვთქვათ ენტონი ჯოშუა და ა.შ, მაგრამ თუ მოკრივეს წააქცევ, ის ვეღარასოდეს ადგება. ფრენსისს კი ნებისმიერი მძიმეწონოსანი მოკრივის წაქცევა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 მარტს ნგანუმ მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტულს დეუფლა.