მაკგრეგორი დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა – ქართველებს სათანადოდ არ აფასებენ, ისინი გასაოცარი მოჭიდავეები არიან #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი ლეგენდა ჟოზე ალდოსთან დვალიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა და მერაბთან ერთად სხვა ქართველი მებრძოლებიც შეაქო:
„ქართველებს სათანადოდ არ აფასებენ და კარგად არ იცნობენ. თუმცა, ამ ქვეყნიდან გასაოცარი მოჭიდავეები და გრეპლერები მოდიან – ნამდვილი მოჭიდავეები. ეს პატარა ბიჭი მერაბი კი დიდი მებრძოლია“, – დაწერა კონორ მაკრეგორმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა დღეს კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნლოვანი ორთაბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი ჟოზე ალდო დაამარცხა.
Those Georgians are really under rated tho and largely unknown. But many incredible wrestler grapplers hail from here. Certainly straight wrestlers. This guy Mirab is a great little fighter!
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) August 21, 2022