სტიპე მიოჩიჩთან რემატჩში ფრენსის ნგანუს კუთხეში კამარუ უსმანი ეყოლება [ვიდეო] #1TVSPORT
28 მარტს ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ძალიან საინტერესო ქარდი (UFC 260) შედგება. მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი რემატჩს ფრენსის ნგანუსთან ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სტიპე პირველად შეხვდა ნგანუს და დომინანტური, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წარმოშობით ხორვატმა ჩემპიონმა ჭიდაობის ხარჯზე მოიპოვა უპირატესობა და აფრიკელს ხუთივე რაუნდი მოუგო.
ნგანუ ლას ვეგასში Xtreme Couture-ის დარბაზში ემზადება. როგორც ირკვევა, 28 მარტს ნგანუს კუთხეში ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი – კამარუ უსმანი ეყოლება.
„დიახ, კამარუ იქნება ჩემს კუთხეში ამ ბრძოლის დროს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ის დამეხმარება. დარწმუნებული ვარ, კამარუ საჭირო რჩევებს მომცემს და გამარჯვებაში დამეხმარება“, – განაცხადა ნგანუმ Fight Camp vlog-თან საუბრის დროს.
ფრენსის ნგანუს ბოლო ოთხი ბრძოლა აქვს მოგებული. ოთხივე გამარჯვება მან ნაადრევად, პირველ რაუნდში მოიპოვა. უკანასკნელი დაპირისპირება ფრენსისმა ჯაირზინიო როზენსტრუიკის წინააღმდეგ ჩაატარა და 20 წამში გაუშვა ნოკაუტში.